
დალი არასოდეს ზოგავდა ფულს და სანამ ჰქონდა, ყოველთვის ყველას მაგივრად იხდიდა. მისი ასტრონომიული ხარჯების გაცნობისას მამამისს ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი შვილი ჰარამხანას ინახავდა და ყოველთვიური ხარჯები მინიმუმამდე შეუმცირა. ეს ეჭვები კი სრული აბსურდი იყო, რადგან “მისთვის არაფერი არსებობდა, ფერწერის გარდა”.
მადრიდის აკადემიაში დალიმ ოთხი წელი – 1921-დან
1925 წლამდე გაატარა, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე “შესვენებას”, როდესაც 1924
წელს მცირე ხნით დააპატიმრეს სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისთვის. ამ
პერიოდში მისი ნამუშევრები წარმატებით სარგებლობდა, რასაც მოწმობს
ბარსელონის დალმაუს გალერეაში აკადემიის დამთავრების წელს მოწყობილი დალის
პირველი პერსონალური გამოფენის შეფასებები.
1927 წელს მხატვარი
პარიზში მიემგზავრება, სადაც ხვდება მსოფლიო ხელოვნების ახალ ვარსკვლავს
პაბლო პიკასოს. ამ შეხვედრიდან მიღებული შთაბეჭდილებით დალი ქმნის თავის
პირველ სიურრეალისტურ ნაწარმოებს “ხელის მშვენიერება”. პარიზი მაგნიტივით
იზიდავს და იმავე წელს იგი მეორედ მიემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქში.
დალი ეცნობა ანდრე ბრეტონსა და პოლ ელუარს, უახლოვდება პარიზელ
სიურრეალისტთა წრეს. საფრანგეთში ყოფნის დროს მან მოასწრო ენახა მენ რეის
მიერ შექმნილი პირველი სიურრეალისტური ფილმი, რამაც გავლენა იქონია მის
გადაწყვეტილებაზე კინემატოგრაფიაშიც მოესინჯა ძალა. ლუის ბუნუელთან ერთად
იგი დგამს ორ უკვე კლასიკად ქცეულ სპექტაკლს – “ანდალუზიური ნაგაზი” (1929)
და “ოქროს საუკუნე” (1930).
მხატვრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა მასთან ბრეტონის,
ელუარისა და მისი მეუღლის გალას საპასუხო ვიზიტი 1928 წელს. მომდევნო წელი
განსაკუთრებული გამოდგა მხატვრისთვის. 1929 წელს დალი ოფიციალურად შევიდა
სიურრეალისტთა ახალი ბირთვის შემადგენლობაში. ამას მოჰყვა მხატვრის პირველი
პერსონალური გამოფენა პარიზში. და ბოლოს, 1929 წლის ოქტომბერში დალი
დაქორწინდა გალაზე (ელენე დმიტრიევნა დიაკონოვაზე). ოსტატის სიტყვებით, მის
ცხოვრებაში გალას გამოჩენით ფერწერის ხელოვნებამ ახალი აზრი შეიძინა.

მხატვრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა მასთან ბრეტონის,
ელუარისა და მისი მეუღლის გალას საპასუხო ვიზიტი 1928 წელს. მომდევნო წელი
განსაკუთრებული გამოდგა მხატვრისთვის. 1929 წელს დალი ოფიციალურად შევიდა
სიურრეალისტთა ახალი ბირთვის შემადგენლობაში. ამას მოჰყვა მხატვრის პირველი
პერსონალური გამოფენა პარიზში. და ბოლოს, 1929 წლის ოქტომბერში დალი
დაქორწინდა გალაზე (ელენე დმიტრიევნა დიაკონოვაზე). ოსტატის სიტყვებით, მის
ცხოვრებაში გალას გამოჩენით ფერწერის ხელოვნებამ ახალი აზრი შეიძინა.
მხატვრის
შემოქმედებაში უხვადაა მეუღლის პორტრეტები, იგი მისი უსაყვარლესი მოდელი
იყო, მხატვრის მეორე “მე”-ს განსახიერება. გალა საოცარი არტისტიზმით
გამოირჩეოდა. წარმოშობით რუსი, არისტოკრატი, ელენე დიაკონოვა თავიდან პოეტ
პოლ ელუარის ცოლი გახლდათ, რომელმაც უწოდა კიდეც მას “გალა”, რაც ფრანგულ
ენაზე წააგავს სიტყვებს – “საზეიმო”, “ზეიმი”. მათი ქორწინების შემდეგ
გალამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დალის ცხოვრებასა და შემოქმედებაში”.
გამოყენებული ლიტერატურა:
http://ucnauri.com/178501/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1/
https://www.google.com/search?q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A0+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&hl=ka&sa=X&tbo=u&tbm=isch&source=univ&ei=bBT5UO-ME9DHsgahqoHICA&ved=0CCsQsAQ&biw=1600&bih=738
No comments:
Post a Comment