Friday, January 18, 2013

დალის ნახატები



დალი - გენიოსი თუ შეშლილი

ვერავინ უარყოფს, რომ სალვადორ დალი თავისი ასქციელით გარშემო ყველას აოგნებდა. სწორედ ამიტომ, ბევრი სვამდა კითხვას: ვინ არის სალვადორ დალი - გენიოსი თუ შეშლილი. ამ კითხვაზე ერთი და ისიც ყველასთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ არსებობს. მართალია, დალი ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანივით არ იქცეოდა, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ მისი ნახატები მხოლოდ მის გენიაზე თუ მეტველებს.
ცნობილია, რომ მას მართლაც ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. დალის არაერთი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ჰყავდა. ისინი იკვლევდნენ მიზეზს, თუ რამ გამოიწვია ფსიქიკური დისბალანსი ამ გენიალურ მხატვარში და დაადგინეს, რომ მათ პაციენტს დიოსკურების კომპლექსი ჰქონდა: დალი ცდილობს შეერწყას სამყაროს და ეს მის ბევრ ნახატში ჩანს. რატომ სურს სამყაროსთან შერწყმა? იმიტომ, რომ მარტოსულია და მარტოსულია იმიტომ, რომ გენიოსია.
ამდენად, თუ ვინმე იტყვის, რომ დალი სეშლილი იყო, ცხადია, მას ვერ სევეწინააღმდეგებით. მის შეშლილობაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს. აი, რამდენიმე :როგორც წესი, დალი მთელ სართულს იკავებდა იმის გამო, რომ სასტუმროს დერეფანში ველოსიპედით სეირნობა უყვარდა. უდტრტვინველი სახით ითხოვდა თხის არვეს მოყვანას. თხები ძვირადღირებული სასტუმროს ოთახებში დარბოდნენ და კიკინებდნენ . დალი კი მათ ფუჭ ვაზნებს ესროდა. მისი ბრძანებით , აივანზე კუპრით სავსე კასრებს დგამდნენ, ის კი მანეკენებს აიძულებდა , თავი შიგ ჩაეყოთ.
იმათი მოსაზრების განსამტკიცებლად კი, რომლებისთვისაც დალი გენიოსი უფრო იყო, შეიძლება იტალიელი ფსიქიატრის, ჩეზარე ლომბროზოს მოსაზრება მოვიყვანოთ: გენიოსობა შეშლილობისგან იღებს სტიმულს, ის ავადმყოფობაა და ყველა გენიოსი ავადმყოფია.
 ამდენად, დალი ვერ შექმნიდა გენიალურ ტილოებს, თუ ფსიქიკურად ყველაფერი რიგზე ექნებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:
http://ucnauri.com/40443/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3/

ვიდეოლექციები ხელოვნების ფსიქოლოგიაში - http://videochannel.iliauni.edu.ge/?page_id=42180

დალის გამონათქვამები


“არ მესმის მცირე ფანტაზიის მქონე ადამიანებს რაზე აქვთ პრეტენზია”
“ნარკოტიკი მე ვარ, თუ გინდათ გამომიყენეთ.”
“აუცილებელია გაურკვევლობა მიმოფანტო, ამაზე ბევრი წამოეგება”

“ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მალე ჩვენი რეალობა დეპრესიის ერთერთ ფორმად გადაიქცევა”
“დიდი მადლობა ჩემს მტრებს, რომ არა ისინი მე ვერ გავხდებოდი ის, რაც ახლა ვარ.”
“ჩემსა და გიჟს შორის ის განსხვავებაა, რომ მე გიჟი არ ვარ.”
“თუ თქვენ აღიქვამთ საკუთარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატო ის.”
“6 წლის ასაკში ვოცნებობდი გავმხდარიყავი მზარეული, 7 წლისა ვოცნებობდი ვყოფილიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები თანდათან იზრდება. ახლა მე მინდა ვიყო სალვადორ დალი.”
“სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ საერთოდ არ გემუქრებათ”
“ყველაზე საინტერესო მსოფლიოში მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი, სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.
“და მაინც, რა არის ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლაა, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს.”

“მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მასტიციზმის და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსგავსად, ზეცისკენ აშვვერილი, ულვაშები.”
“პიკასო ესპანელია, მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია, მეც გენიოსი ვარ.პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ, მეც მიცნობენ ყველა ქვეყანაში. პიკასო კომუნისტია, მე კი – არა.”
“თვითმკვლელები ხშირად ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრამვის დაძლევა.”
“მხატვრისთვის ჯობია იყოს მდიდარი, ვიდრე ღარიბი, ამიტომ ხატვა ისე ისწავლე, რომ შენი ფუნჯი ოქროსა და ძვირფას თვლებს ბადებდეს.”
“შედევრი და სიზრმაცე შეუთავსებელია.”
“ნუ შეაფურთხებ საკუთარ ნახატს. მას ხომ შეუძლია უკან შემოგაფურთხოს, როცა მოკვდები.”

 გამოყენებული ლიტერატურა:

დალი -გენიის ამბოხი

1930 წლიდან იწყება სალვადორ დალის, როგორც სიურრეალიზმის ახალი ვარსკვლავის აღმასვლა. დიდოსტატის ნამუშევრები ასოციაციური აზროვნების უნარს, ამაღლებულ მგრძნობელობას ითხოვს. აქ მართებულია გავიხსენოთ თვით დალის სიტყვები: “როგორ გინდათ გაიგოთ ჩემი ნახატები, როცა მე თვითონ, მათ შემქმნელს, არ მესმის მათი. ის ფაქტი, რომ ხატვის მომენტში მე არ მესმის ჩემი ნახატების, არ ნიშნავს, რომ ამ სურათებში არავითარი აზრი არაა, პირიქით, მათი აზრი იმდენად ღრმაა, რომ არ ემორჩილება მარტივ ლოგიკურ ანალიზს”.
1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. მხატვართა უმრავლესობა რესპუბლიკელებს უწევენ სოლიდარობას, დალი კი ფალანგისტებს უჭერს მხარს, რადგან ფრანსისკო ფრანკო ბაამონდეში ხედავს პოლიტიკოსს, რომელსაც ქვეყნისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ ახალ მთავრობას.
ევროპული სარბიელის შემდეგ, 1940 წელს დალი მიემგზავრება აშშ-ში, კალიფორნიაში. მხატვრის გამგზავრება უკავშირდება არა მარტო მის წინაშე გადაშლილ პერსპექტივებს აშშ-ში. თვითონ დალი ასე ლაპარაკობდა ამ ნაბიჯის გამომწვევ მიზეზებზე: “ჰიტლერს ევროპა რომ დაეპყრო, იგი საიქიოს გაისტუმრებდა ჩემნაირ ისტერიკებს. ყველა ჩემი მსგავსი თავისთან, გერმანიაში მან სულით ავადმყოფებს გაუთანაბრა და გაანადგურა. ასე რომ, მე საერთო არაფერი მაქვს ნაცისტებთან”.
მხატვარმა რვა წელი გაატარა აშშ-ში. იგი განუწყვეტლივ ანცვიფრებდა პუბლიკას თავისი ექსცენტრიკული ქცევით, აღაფრთოვანებდა მნახველებს სულ ახალ-ახალი სურათებით. ამ დროს ამერიკაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სიურრეალიზმის მრავალი ოსტატი, რომლებმაც დატოვეს ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპა. 1941 წელს მოეწყო დალის ნამუშევართა გამოფენა ნიუ-იორკის მოდერნარტის მუზეუმში. 1942 წელს მან გამოსცა გახმაურებული წიგნი “სალვადორ დალის იდუმალი ცხოვრება, მოთხრობილი მის მიერვე”.
ამერიკულ პერიოდში დალი დიდ დროს უთმობს თეატრს, წერს ლიბრეტოს და ქმნის დეკორაციებს ბალეტისათვის “ლაბირინთი”, “მეტროპოლიტენ ოპერის” სცენაზე დგამს ბალეტ “ბაკქანალიას”, მუშაობს წიგნების ილუსტრირებაზე, კინოში თანამრომლობს ალფრედ ჰიჩკოკთან და, რა თქმა უნდა, ქმნის სურათებს, მუშაობს დაკვეთილ პორტრეტებზე.
1948 წელს მხატვარი სამშობლოში, ფიგერასში ბრუნდება. უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში მან შექმნა ასეულობით სურათი, ათასობით აკვარელი, ნახატი, ლითოგრაფია, ოფორტი, ათეულობით ქანდაკება, შუშის ნაკეთობა, საოქრომჭედლო სამკაული, დაწერა წიგნები, და მათ შორის “ერთი გენიოსის დღიური”, უამრავი თეორიული ესეი და ტრაქტატი უზარმაზარია დალის მემკვიდრეობა, იგი მოითხოვს დიდ ყურადღებასა და დაწვრილებით შესწავლას.
დიდი შემოქმედი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს, ოთხმოცდახუთი წლის ასაკში. დალის – ცოდვილისა და მართალის, მისტიფიკატორისა და მეამბოხის ცხოვრება ხანგრძლივი იყო, მაგრამ არა მარადიული, თუმცა მხატვრის ნაწარმოებებმა, მან, რაც დალიმ მთელ კაცობრიობას დაუტოვა, მისი სახელი უკვდავების შარავანდედით შემოსა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სალვადორ დალი - ბიოგრაფია

სალვადორ ხასინტე ფელიპე დალი დამენეჩ კუსი ფარესი, ანუ უბრალოდ სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს, კატალონიის პატარა ქალაქ ფიგერასში, ადვოკატის ოჯახში. მისი შემოქმედებითი უნარი ადრეულ ბავშვობაში გამომჟღავნდა, სახლში ყოველმხრივ ახალისებდნენ ხელოვნებით მის გატაცებას. ჩვიდმეტი წლის ასაკში იგი ჩაირიცხა მადრიდის სან-ფერნანდოს ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში, სადაც ბედმა შეახვედრა ფედერიკო გარსია ლორკასთან, ლუის ბუნუელთან, რაფაელ ალბერტისთან. შესანიშნავი პოეტი და მხატვარი ალბერტი ასე იგონებდა იმ წლებს: “მე ძლიერ მიყვარდა სალვადორ დალი. მის ღვთიურ ტალანტს საოცარი შრომისმოყვარეობა განამტკიცებდა”.
დალი არასოდეს ზოგავდა ფულს და სანამ ჰქონდა, ყოველთვის ყველას მაგივრად იხდიდა. მისი ასტრონომიული ხარჯების გაცნობისას მამამისს ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი შვილი ჰარამხანას ინახავდა და ყოველთვიური ხარჯები მინიმუმამდე შეუმცირა. ეს ეჭვები კი სრული აბსურდი იყო, რადგან “მისთვის არაფერი არსებობდა, ფერწერის გარდა”.
მადრიდის აკადემიაში დალიმ ოთხი წელი – 1921-დან 1925 წლამდე გაატარა, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე “შესვენებას”, როდესაც 1924 წელს მცირე ხნით დააპატიმრეს სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისთვის. ამ პერიოდში მისი ნამუშევრები წარმატებით სარგებლობდა, რასაც მოწმობს ბარსელონის დალმაუს გალერეაში აკადემიის დამთავრების წელს მოწყობილი დალის პირველი პერსონალური გამოფენის შეფასებები.
1927 წელს მხატვარი პარიზში მიემგზავრება, სადაც ხვდება მსოფლიო ხელოვნების ახალ ვარსკვლავს პაბლო პიკასოს. ამ შეხვედრიდან მიღებული შთაბეჭდილებით დალი ქმნის თავის პირველ სიურრეალისტურ ნაწარმოებს “ხელის მშვენიერება”. პარიზი მაგნიტივით იზიდავს და იმავე წელს იგი მეორედ მიემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქში. დალი ეცნობა ანდრე ბრეტონსა და პოლ ელუარს, უახლოვდება პარიზელ სიურრეალისტთა წრეს. საფრანგეთში ყოფნის დროს მან მოასწრო ენახა მენ რეის მიერ შექმნილი პირველი სიურრეალისტური ფილმი, რამაც გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე კინემატოგრაფიაშიც მოესინჯა ძალა. ლუის ბუნუელთან ერთად იგი დგამს ორ უკვე კლასიკად ქცეულ სპექტაკლს – “ანდალუზიური ნაგაზი” (1929) და “ოქროს საუკუნე” (1930).
მხატვრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა მასთან ბრეტონის, ელუარისა და მისი მეუღლის გალას საპასუხო ვიზიტი 1928 წელს. მომდევნო წელი განსაკუთრებული გამოდგა მხატვრისთვის. 1929 წელს დალი ოფიციალურად შევიდა სიურრეალისტთა ახალი ბირთვის შემადგენლობაში. ამას მოჰყვა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა პარიზში. და ბოლოს, 1929 წლის ოქტომბერში დალი დაქორწინდა გალაზე (ელენე დმიტრიევნა დიაკონოვაზე). ოსტატის სიტყვებით, მის ცხოვრებაში გალას გამოჩენით ფერწერის ხელოვნებამ ახალი აზრი შეიძინა.
მხატვრის შემოქმედებაში უხვადაა მეუღლის პორტრეტები, იგი მისი უსაყვარლესი მოდელი იყო, მხატვრის მეორე “მე”-ს განსახიერება. გალა საოცარი არტისტიზმით გამოირჩეოდა. წარმოშობით რუსი, არისტოკრატი, ელენე დიაკონოვა თავიდან პოეტ პოლ ელუარის ცოლი გახლდათ, რომელმაც უწოდა კიდეც მას “გალა”, რაც ფრანგულ ენაზე წააგავს სიტყვებს – “საზეიმო”, “ზეიმი”. მათი ქორწინების შემდეგ გალამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დალის ცხოვრებასა და შემოქმედებაში”.

მხატვრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა მასთან ბრეტონის, ელუარისა და მისი მეუღლის გალას საპასუხო ვიზიტი 1928 წელს. მომდევნო წელი განსაკუთრებული გამოდგა მხატვრისთვის. 1929 წელს დალი ოფიციალურად შევიდა სიურრეალისტთა ახალი ბირთვის შემადგენლობაში. ამას მოჰყვა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა პარიზში. და ბოლოს, 1929 წლის ოქტომბერში დალი დაქორწინდა გალაზე (ელენე დმიტრიევნა დიაკონოვაზე). ოსტატის სიტყვებით, მის ცხოვრებაში გალას გამოჩენით ფერწერის ხელოვნებამ ახალი აზრი შეიძინა.
მხატვრის შემოქმედებაში უხვადაა მეუღლის პორტრეტები, იგი მისი უსაყვარლესი მოდელი იყო, მხატვრის მეორე “მე”-ს განსახიერება. გალა საოცარი არტისტიზმით გამოირჩეოდა. წარმოშობით რუსი, არისტოკრატი, ელენე დიაკონოვა თავიდან პოეტ პოლ ელუარის ცოლი გახლდათ, რომელმაც უწოდა კიდეც მას “გალა”, რაც ფრანგულ ენაზე წააგავს სიტყვებს – “საზეიმო”, “ზეიმი”. მათი ქორწინების შემდეგ გალამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დალის ცხოვრებასა და შემოქმედებაში”.

გამოყენებული ლიტერატურა:
http://ucnauri.com/178501/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1/


https://www.google.com/search?q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A0+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&hl=ka&sa=X&tbo=u&tbm=isch&source=univ&ei=bBT5UO-ME9DHsgahqoHICA&ved=0CCsQsAQ&biw=1600&bih=738

რა არის სიურეალიზმი?

" სიურეალიზმი"  ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად "ზერეალობას" ნიშნავს. ხელოვნების ეს მიმდინარეობა მე-20 საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება ფრანგი მწერლის, ანდრე ბრეტონის სახელთანაა დაკავშირებული. მან 1924 წელს საფრანგეთში გამოაქვეყნა სიურეალისტური მანიფესტი, რომელშიც წერდა:" სიურეალიზმი ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავს ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას."
სიურეალიზმის მიზანი ადამიანის არაცნობიერი სამყაროს გამოხატვა იყო. შესაბამისად, სიურეალიზმი არ ემორჩილება გონების მორალისა თუ სხვა ტიპის კონტროლს. სიურეალიზმი  -ეს უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა ნახატის ან ჩანაწერის სახით.
სიურეალიზმის მიზანი ადამიანის გათავისუფლებაა. რისგან? იმ არაცნობიერი განცდებისა თუ ემოციებისგან, რომლებსაც თამამად ვერ გამოვხატავთ ხოლმე მათი საზოგადოებისთვის მიუღებლობის გამო. თითოეული ადამიანი შეზღუდულია იმ წესებით, რომელსაც საზოგადოება ადგენს და რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ადამიანი საზოგადოებისთვის მიუღებელი ხდება. ასოციალურობის, საზოგადოებისგან გამიჯვნის შიში კი ადამიანს უბიძგებს სიმბოლოების საშუალებით გამოხატოს თავისი განცდები.
სიურეალიზმის წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი ადამიანის არაცნობიერს.
  თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. მარტალია სიურეალიზმის წინამორბედი დადაიზმია, თუმცა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. სიურეალიზმი მიიჩნევა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად, დადაიზმს კი ანტი-ხელოვნებასაც უწოდებენ.
როგორც ვნახეთ, სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს და მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას ყოველგვარი ჩარჩოებისგან.
მხატვრობაში სურეალიზმის ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ: ივ ტანგი, მან რეი, ჟოან მირო, სალვადორ დალი და ა.შ. მთავარი მახასიათებელი სიურეალისტი მხატვრების შემოქმედებისა, ისაა რომ მათი ნახატების ცალკეული ელემენტების შერწყმა სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენს.
 

გამოყენებული ლიტერატურა: