Friday, January 18, 2013

რა არის სიურეალიზმი?

" სიურეალიზმი"  ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად "ზერეალობას" ნიშნავს. ხელოვნების ეს მიმდინარეობა მე-20 საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება ფრანგი მწერლის, ანდრე ბრეტონის სახელთანაა დაკავშირებული. მან 1924 წელს საფრანგეთში გამოაქვეყნა სიურეალისტური მანიფესტი, რომელშიც წერდა:" სიურეალიზმი ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავს ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას."
სიურეალიზმის მიზანი ადამიანის არაცნობიერი სამყაროს გამოხატვა იყო. შესაბამისად, სიურეალიზმი არ ემორჩილება გონების მორალისა თუ სხვა ტიპის კონტროლს. სიურეალიზმი  -ეს უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა ნახატის ან ჩანაწერის სახით.
სიურეალიზმის მიზანი ადამიანის გათავისუფლებაა. რისგან? იმ არაცნობიერი განცდებისა თუ ემოციებისგან, რომლებსაც თამამად ვერ გამოვხატავთ ხოლმე მათი საზოგადოებისთვის მიუღებლობის გამო. თითოეული ადამიანი შეზღუდულია იმ წესებით, რომელსაც საზოგადოება ადგენს და რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ადამიანი საზოგადოებისთვის მიუღებელი ხდება. ასოციალურობის, საზოგადოებისგან გამიჯვნის შიში კი ადამიანს უბიძგებს სიმბოლოების საშუალებით გამოხატოს თავისი განცდები.
სიურეალიზმის წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი ადამიანის არაცნობიერს.
  თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. მარტალია სიურეალიზმის წინამორბედი დადაიზმია, თუმცა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. სიურეალიზმი მიიჩნევა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად, დადაიზმს კი ანტი-ხელოვნებასაც უწოდებენ.
როგორც ვნახეთ, სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს და მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას ყოველგვარი ჩარჩოებისგან.
მხატვრობაში სურეალიზმის ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ: ივ ტანგი, მან რეი, ჟოან მირო, სალვადორ დალი და ა.შ. მთავარი მახასიათებელი სიურეალისტი მხატვრების შემოქმედებისა, ისაა რომ მათი ნახატების ცალკეული ელემენტების შერწყმა სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენს.
 

გამოყენებული ლიტერატურა:





No comments:

Post a Comment